სასწავლო წლის ბოლოს 23-ე სკოლის მოსწავლეებთან და ორგანიზაცია,,ფალკონებთან" ერთად დავგეგმეთ საქველმოქმედო აქცია ბედიანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის, რისთვისაც შევიძინეთ საჭირო ნივთები: პასტელები, ფანქრები, გუაშები,ფუნჯები,წიგნები, სათამაშოები და პირადი მოხმარების საგნები.
ადგილზე დაგვხვდა 12 ბავშვი. 23-ე სკოლის მოსწავლეებთან ერთად შეარჩიეს დასახატი თემები. ხატეს ერთობლივად და ინდივიდუალურად. სურვილის მიხედვით აირჩიეს სამუშაო მასალა, სიამოვნებით და ხალისით შეასრულეს ნახატები. მოვაწყეთ ერთობლივი გამოფენა.
მონაწილე ბავშვების ავტოგრაფებით შეიქმნა აპლიკაცია ,,კიბორჩხალა და თევზები".